დევნილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა - ტრაგედია თბილისში
სუიციდი თბილისში - თემქაზე სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრებმა დევნილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. დევნილები პოლიციას ცხედრის ადგილიდან გაყვანის საშუალებას არ აძლევენ.
დევნილები უკვე დიდი ხანია აქციებს მართავენ და ხელისუფლებას ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილებას სთხოვენ. მათი თქმით, შენობა ავარიულია და ნელ-ნელა იშლება, ადგილზე ცხოვრება კი სიცოცხლისთვის საშიშია. დევნილება არაერთი აქცია გამართეს.
წყარო: mtavari.tv