შვილი, რომლის ბრმა ტყვიამ წალენჯიხაში დედა იმსხვერპლა, სკოლის მოსწავლეა - ახალი დეტალები
ცოტა ხმნის წინ, წალენჯიხაში უბედური შემთხვევა მოხდა. შვილის მიერ გასროლილმა ბრმა ტყვიამ დედის, 50 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლემ შემთხვევით დედას "ტირის" ტიპის იარაღიდან ესროლა, ტყვია ქალს საძილე არტერიაში მოხვდა, რის შემდეგადაც ფატალური შედეგი დადგა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობით მუხლით დაიწყო.