თეგებით ძიება

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა

თელავის რაიონულმა სასამართლომ ლაგოდეხში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 38 წლის გიორგი ბარბაქაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ბრალდებულის 5 ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ბარბაქაძემ წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო.

მომდევნო სასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 10 მარტს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, 37 წლის ქალის მკვლელობისთვის გიორგი ბარბაქაძე 16 იანვარს დააკავეს. ქალის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირით გაგუდვა განიხილებოდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის მოკლულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა