კიდევ ერთი „პანდემია“ გვექნება, რომელიც კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით იქნება გამოწვეული - მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება უარეს შედეგებამდე მიგვიყვანს. ამის შესახებ ინფექციონისტმა „იმედის დღეში“ ისაუბრა.
როგორც ბუწაშვილი განმარტავს, კომპიუტერული ტომოგრაფიის თვითნებური და ხშირი გაკეთება კიდევ ერთ პანდემიამდე მიგვიყვანს.
„CT {კატე} ძალიან იშვიათად არის საჭირო კოვიდის მქონე პაციენტებში. ჩვენ წინ კიდევ ერთი პანდემია გვექნება წინ, უხეშად რომ ვთქვათ, კომპიუტერული ტომოგრაფიის მავნე შედეგებით გამოწვეული. კოვიდინფიცირებულებში კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩვენება არის ძალიან იშვიათად.
დაზიანების ქულა საერთოდ არ ნიშნავს ანტიბიოტიკის ჩვენებას, იმიტომ, რომ ესეც არის ვირუსით გამოწვეული დაზიანება და არა ბაქტერიით. კოვიდის დროს დექსამეტაზონიც დიდი რაოდენობით გამოიყენება. ძალიან დიდი შიშით ვუყურებ, რა იქნება მომავალში“, - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი.