თეგებით ძიება

სასამართლომ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული გაათავისუფლა

სასამართლომ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე დაკავებული ოთხივე ბრალდებული, მამა-შვილი წოწორიები, გიორგი ნარიმანიძე და ელგუჯა ცომაია, გაათავისუფლა.

ბრალდების მხარემ ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადა, შემდეგ კი ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, რომ ბრალდებულები 5 000 ლარიანი გირაოთი გაეთავისუფლებინათ.

მოსამართლემ ადვოკატების მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„ბრალდებულებმა აღიარეს დანაშაული, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ყველა მტკიცებულება, ამიტომ დადგა გირაოთი გათავისუფლების შუამდგომლობა. ბრალდების აღიარებამ პირდაპირ გამოიწვია სასჯელის შემსუბუქება“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება 4 პირს ჰქონდა წაყენებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა