თეგებით ძიება

"ქმარს ორჯერ ჩაარტყა დანა ზურგში“... - ოჯახური კონფლიქტი ცოლის ყოფილ ქმარზე ეჭვიანობის გამო

კაცი, რომელსაც ბრალდება რამდენიმე ეპიზოდში ძალადობის შესაძლო ჩადენას ედავებოდა, სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით, პირობითი მსჯავრი გამოიყენა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, ეკატერინე მაჭარაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, სასამართლომ დაინახა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, მოძალადის ფსიქოტიპი არ არის.

„განქორწინებამდე მათ შორის, კონფლიქტი იყო. ბრალდებული ცოლის ყოფილ ქმარზე ეჭვიანობდა. ერთ-ერთი კონფლიქტის დრო, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ოთახში შეუვარდა ქალს და ყელში ხელი წაუჭირა. ბავშვები ამას ხედავდნენ. ერთ-ერთი მეზობელთან გავიდა, კახა დედას ახრჩობსო, გააშველეს. ქალი საძინებლიდან გამოვარდა და სამზარეულოში გავიდა. კახამ სარკეში ჩაიხედა და დაინახა, რომ სახე მთლიანად დაკაწრული ჰქონდა. რატომ დამკაწრეო, ამის გამო, კვლავ დაიწყო კონფლიქტი. მეზობელმა კვლავ გააშველა. როდესაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მობრუნდა, ქალმა დანა ზურგში ორჯერ ჩაარტყა. მეზობელმა ამოუღო ზურგიდან დანა და კახა საკუთარი ფეხით საავადმყოფოში მივიდა. ოპერაცია გაუკეთეს და გადარჩა,“ - ამბობს ადვოკატი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

ადვოკატის განმარტებით, საბოლოოდ, დადასტურდა, რომ სისტემურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

„ბრალი ქალსაც წაუყენეს 117 მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. კაცსაც - ოჯახში სისტემატურად ძალადობისთვის, რომელსაც არასრულწლოვანი ბავშვები ესწრებოდნენ. ცოლმა, ქმრის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, სადაც მრავალ ეპიზოდს ჰყვებოდა. თუ როგორ ძალადობდა მთელი ორი წლის განმავლობაში. როგორც სცემდა კახა... ბავშვსაც გაარტყა ხელი. 19 ეპიზოდი იყო ჩამოთვლილი. აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით 4-6 წლამდე ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას. საბოლოოდ, დადასტურდა, რომ სისტემურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

შესაბამისად, ამ ნაწილში უდანაშაულოდ ცნეს. მოსამართლემ მხოლოდ ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, რა დროსაც, კახა სცემდა და ამ ქალმა დანა დაარტყა. ამას აღიარებდა. სასჯელის სახით ორი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც პირობითად ჩაუთვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

​სასჯელის დანიშვნის დროს, სასამართლომ იხელმძღვანელა ბრალდებულის პიროვნებით. ბრალდებული პატიმრობაში არ იმყოფებოდა. ის გირაოთი, გარეთ იყო. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი სასამართლომ თავის დროზე, მაინც გირაო გამოიყენა. იმიტომ, რომ საფრთხეები ვერ დაინახა. ესენი გაშორდნენ ერთმანეთს. დანაშაულის პრევენცია მოხდა. მთელი ორი წლის განმავლობაში, რაც კახა გარეთ იყო, ამ ქალს საერთოდ არ გაჰკარებია. საფრთხე სასამართლომ ვეღარ დაინახა. სწორედ, ამიტომ ჩაუთვალა პირობითად. ბრალდებულის პიროვნებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მან გაიაზრა დანაშაული. სასამართლომ დაინახა, რომ ეს ადამიანი მოძალადის ფსიქოტიპი არ არის. სწორედ ამიტომ გაავრცელა ეს შეღავათები მასზე,“ - განაცხადა ეკატერინე მაჭარაშვილმა.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა