"რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა“ - ლაგოდეხში დამ შშმ ძმაზე იძალადა
ლაგოდეხში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირზე დამ, სავარაუდოდ, ფიზიკურად იძალადა, თუმცა ბრალდება ნაცემ კაცს წარუდგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი“ ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, ოჯახის წევრებს შორის უთანხმოება მას შემდეგ მოხდა რაც 60 წლის კაცმა არასრულწლოვან დის შვილს სახეში ფეხი დაარტყა.
საპირისპიროს საუბრობენ ბრალდებულის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ კაცი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი თავად გახდა.
მათი თქმით, კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როცა კაცმა დისშვილს მის მიერ შეგროვებული ჯართის გაყიდვის გამო უსაყვედურა, ამის შემდეგ კი და ძმას ფიზიკურად გაუსწორდა – რამდენჯერმე ჯოხი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა.
დის მიერ წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე საქმე ცალკეა გამოყოფილი, თუმცა, ის ამ დრომდე თავისუფალია.