თეგებით ძიება

"ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა" - რას ჰყვება თვითმხილველი, რომელმაც შშმ პირზე პოლიციელის ძალადობა გადაიღო

ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა. სამართალს კი არ იცავენ, პირიქით არღვევენ, - აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში ახალგაზრდა, რომელმაც შშმ პირზე პოლიციელის ძალადობა გადაიღო

"მოკიდა ხელი ჩემს მეგობარს ვინც ვიდეოზე ჩანს და ამოიყვანა ზევით, ელოდებოდა ვიღაცა უფროსს და არავის არ დაელოდა, დაიწყო დარტყმა, გინება, შეურაცხყოფა, გამოიყენა უფლებამოსილება ბოროტად. თან აგინებდა და ცდილობდა, რომ აელაპარაკებინა. ხელის დარტყმის გარდა, წიხლითაც იმოქმედა. სამართალს კი არ იცავენ, პირიქით არღვევენ" - ამბობს ნაცემი შშმ პირის მეგობარი და თვითმხილველი, რომელსაც ანონიმურობის დაცვა სურს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა.

შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ გამოძიება დაწყებულია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა