თეგებით ძიება

"დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი" - ნიკა სიმონიშვილი შშმ პირზე პოლიციელის ძალადობაზე

დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი, - ასე ეხმაურება "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკა სიმონიშვილი შშმ პირზე პოლიციელის ძალადობის ფაქტს.

"დღეს ვიხილეთ საბჭოთა და შევარდნაძის პერიოდისკენ მიმავალი საპოლიციო სისტემის მორიგი მაგალითი, რომელშიც ადამიანის ღირსების შელახვა და ფიზიკური ანგარიშსწორება ჩვეულებრივი ამბავია, რომელშიც შშმ პირებს არასრულფასოვნებად აღიქვამენ და "გაკვეთილს" აძლევენ, როგორ მოიქცეს სრულფასოვნების საზოგადოებაში.

ცემის ფაქტს, რომ თავი დავანებოთ, განსაკუთრებით შემზარავი იყო პოლიციელის დამოკიდებულება (ავალაპარაკებო) და მის გვერდით მდგომი კოლეგის გულგრილობა.

არ ვფიქრობ, რომ ეს ამ პოლიციელისთვის პირველი შემთხვევა იყო, იმდენად უტიფრად იქცეოდა.

შეიძლება ეს პოლიციელები დასაჯონ, მაგრამ ცალკე აღებული ეს ფაქტი ვერ შეცვლის საერთო სურათს, საზოგადოების გავლენიანი წევრების დამოკიდებულებას შშმ პირთა მიმართ, პოლიციელთა უკონტროლო საქციელებს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც მათი საქმეების გამომძიებელ ორგანოს ხელისუფლება პირდაპირ დაიქვემდებარებს", - წერს სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელშიც აღბეჭდილია ისანში, მეტროსადგურში საპატრულო პოლიციის მიერ შშმ პირზე ძალადობა.

შსს-მ ფაქტზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა რომ გამოძიება დაწყებულია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა