მოქალაქემ იმერეთში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი სამედიცინო დაწესებულების ტრანსპორტით გადაზიდა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე ფინანსურმა პოლიციამ პირი დააკავა. უკანონო ქმედება იმერეთის რეგიონში დააფიქსირეს.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა უაქციზო სიგარეტი, მისი რეალიზაციის მიზნით, ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების კუთვნილი ტრანსპორტით გადაზიდეს.
დაკავებულებს რამდენიმე წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.