თეგებით ძიება

ძალადობა არასრულწლოვანზე - დაკავებული პოლიციელების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლო მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებული ორი პოლიციელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, დღეს იმსჯელებს.

პროცესი 14:30 საათზეა ჩაინიშნა.

დაკავებულ პოლიციელებს ბრალი გუშინ წარუდგინეს. პოლიციელ ნუკრი ბაქრაძეს არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს, კახა ბაკაშვილს, ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა