"11 წელი მოიხადა, გამოვიდა და ახლა მოკლა" - ახალი დეტალები კახეთში მომხდარ მკვლელობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, 36 წლის გელა ჩაღიაშვილის მკვლელობისთვის პოლიციამ ერთი პირი დააკავა. წინასწარი ინფორმაციით, მას 60 წლის თანასოფლელმა, გიორგი მღებრიშვილმა სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. დაჭრილი ადგილზევე გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით 10 წლის წინ ჩაღიაშვილმა მღებრიშვილის დისშვილი სასიკვდილოდ დაჭრა და ჩადენილი დანაშაულისთვის მისჯილი 11 წელი მოიხადა.
"დუელი დაუნიშნა ჩემს შვილს, დაჭრა გულში და მოკლა, წავიდა ციხეზე, 11 წელი მოიხადა, გამოვიდა და ახლა მოკლა. ერთი ხელში აქვს გარტყმული, თავში და ფეხში",- აცხადებს გარდაცვლილის მამა.