თეგებით ძიება

ძალადობა არასრულწლოვანზე - დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

​თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდზე ძალადობისთვის დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლე, მიხეილ ჯინჯოლიამ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტი, რომ პატრულ-ინსპექტორების მხრიდან მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძისა და კახა ბაკიშვილის ინტერესების დამცველს, უფლებადამცველი ბაკაშვილის 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა, ნუკრი ბაქრაძის ადვოკატმა კი სასამართლოს წინაშე 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა