თეგებით ძიება

ნონა გაფრინდაშვილის საქმეზე მოსამართლემ Netflix-ის არგუმენტაცია არ გაიზიარა

კალიფორნიაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა „ნეტფლიქსის“ შუამდგომლობა გაფრინდაშვილის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ არ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ ინფორმაციას იურიდიული ფირმა BLB ავრცელებს.


"იურიდიული ფირმა BLB საქართველოს ულოცავს ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის კიდევ ერთ გამარჯვებას კალიფორნიაში!

მოსამართლე ვირჯინია ფილიპსმა არ დააკმაყოფილა კინოინდუსტრიის მაგნატის, Netflix-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.

მოსამართლემ არ გაიზიარა Netflix-ის არგუმენტაცია გამოხატვის თავისუფლებით დაცვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ცნობისთვის, ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ს გასული წლის სექტემბერში უჩივლა. საქმე ეხება Netflix-ის სერიალ "​ლაზიერის გამბიტს". როგორც სარჩელშია ნათქვამი, სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა