თეგებით ძიება

მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს

გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საფოსტო გზავნილში არადეკლარირებული 150 ცალი ოქროს მონეტა აღმოაჩინეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში, მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება საბაჟო კონტროლის პროცედურები როგორც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების, ისე სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლის/საფოსტო გზავნილების მიმართ.

აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე საფოსტო გზავნილის დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (150 ცალი) მალულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულუბამ 196 045,152 ლარი შეადგინა.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა