ხობში მიკროავტობუსი და სატვირთო შეეჯახნენ - არის მსხვერპლი
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ერთმანეთს მიკროვატობუსი და სატვირო ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი, ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ამასთან, დაშავებულია ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.