სასაფლაოდან საზოგადო მოღვაწეების 10-მდე ბიუსტი მოიპარეს, 20-მდე კი წასაღებად გაამზადეს - რა მოხდა ქუთაისში?
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე, მე-20 საუკუნის საზოგადო მოღვაწეების ბიუსტები მოიპარეს. როგორც "ინფო იმერეთი" წერს,ერთ ღამეში დამნაშავეებმა 10-მდე ბიუსტი მოიპარეს, თუმცა წასაღებად არის გამზადებული 20-მდე ბიუსტი.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ გაზრდილი კრიმინალის ფონზე, პოლიციამ ვერ შეძლო ისტორიის შენარჩუნება.
“საფიჩხიის სასაფლაოდან დაიკარგა რამდენიმე ბიუსტი. ესენი ეკუთვნოდა ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენდნენ ქუთაისის ისტორიას. ჩემთვის გასაოცარია, რომ სასაფლაოს დირექციამ ვერ შენიშნა ეს ფაქტი. ვეჭვობ, რომ ეს არის წინასწარ დაგეგმილი, კარგად ორგანიზრებული ძარცვა. პოლიციაში მეუბნებიან – თქვენ დამშვიდდით, დაწყნარდით და ჩვენ მოვძებნით. მე პოსტი მქონდა ამ ბიუსტებზე დადებული, მითხრეს, რომ ეს აიღე, ჩვენ ხელს გვიშლისო”, – აცხადებს მადლენ გიორგაძე.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ასევე ერთ ღამეში 25 ავტომობილი გაქურდეს.