პოლიციას შენობიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაჰყავს - ხმაური ბათუმში
ბათუმის მერიაში ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები კრიმინალურ პოლიციას ძალის გამოყენებით გაყავს შენობიდან. ოპოზიციონერი დეპუტატები ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ელოდებოდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცავები მივიდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით,ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანთან, აუდიტის სამსახურის დასკვნასა და ქალაქში მიმდინარე უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული კითხვები აქვთ.
"აუდიტის დასკვნის შემდეგ, როცა მილიონობით ხალხის ფულია გაფლანგული, საკრებულოს წევრები ითხოვენ მერთან შეხვედრას და ელოდებოდნენ მშვიდ გარემოში. საკრებულოს წევრებს ქალბატონებს ზონდერები ცემა-ტყეპით ყრიან და არ აძლევენ მუშაობის საშუალებას", - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.