თეგებით ძიება

გორში მამის მიერ დაჭრილ მამაკაცს 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული

82 წლის კაცმა, საკუთარ შვილს სამზარეულოს დანით 30 ჭრილობა მიაყენა - განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული პოლიციამ დააკავა, 47 წლის გიგიტა მეგრელიშვილი კი სიკვდილს ებრძვის.

მას კლინიკა "გორმედიში" ურთულესი ოპერაცია გუშინვე ჩაუტარდა.

"გუშინ კლინიკაში შემოყვანილ იქნა ახალგაზრდა მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით. დაზიანებები მრავალგვარი და ბევრი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო - დაზიანებულია მარკვენა ფილტვის ნაწილი, დაზიანებულია კუჭი, პანკრეასი, რამდენიმე ადფილას იყო გადაჭრილი წვრილი ნაწლავი. გაკეთდა ფართო მასშტაბის ოპერაცია"- აცხადებს მკურნალი ექიმი.

მისი თქმით, პაციენტი შოკიდან ჯერ-ჯერობით არ გამოდის.

რაც შეეხება მომხდარს, გორში თემაზე საუბარი უჭირთ. გოგი მეგრელიშვილი შვილს თავს მაშინ დაესხა, როცა მამაკაცს ეძინა.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა