82 წლის მამამ მძინარე შვილს 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა - შემზარავი შემთხვევა გორში
გორში, 82 წლის მამამ 47 წლის შვილს, როდესაც მას ეძინა, 30- ზე მეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში მიაყენა.
შემზარავი შემთხვევა მეგრელიშვილების ოჯახში გვიან ღამით, კომბინატის დასახლებაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილს შორის შელაპარაკება ყოფით ნიადაგზე, გუშინ დაიწყო.
დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. შვილის დაჭრაში ბრალდებული, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.