მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების ე.ჰ.-სა და ზ.შ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 82 000 აშშ დოლარი გამოავლინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 251 832.4 ლარი შეადგინა.