თეგებით ძიება

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – სხდომას ესწრება ბრალდებული უგულავა.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის 4 მოწმე დაიკითხება. მათ შორის არიან, მესაზღვრე პატრული და გამომძიებელი.

შეგახსენებთ, საქმე ეხება თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარ ფაქტს. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. უგულავასთან ერთად ბრალდებულია გავაშელიშვილის მეგობარი დავით პარკაძე, რომელსაც პოლიტიკოს გოკა გაბაშვილის ცემას ედავებიან.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა