თეგებით ძიება

ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა - რას ყჰვება 82 წლის კაცი, რომელმაც შვილის მკვლელობა სცადა

გორში, შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის წლის კარლო მეგრელიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

კარლო მეგრელიშვილმა აღიარა ბრალდება, რომელსაც ედავებიან და განაცხადა, რომ შვილის მხრიდან მუდმივი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო, აგდებდა სახლიდან და ხშირად ეჩხუბებოდა:

"ეს ძვლები სულ მტკივა, ძირს რომ დამაგდებდა, ზედვე მახტებოდა ხოლმე... არაფრად არ მაგდებდა, მეუბნებოდა, გაეთრია ჩემი სახლიდანო

... მზად ვიყავი მომეკლა, ამომასხა, თავმოყვარეობა მქონდა მეც...

ჩემმა შვილებმა ხარჯი რომ არ გასწიონ, ან რამე, დავჯდები, ვიჯდები ციხეში, რამდენ ხანსაც მომიწევს", - მიმართა მან მოსამართლეს.

82 წლის კაცს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

mtavari.tv


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა