თეგებით ძიება

რა გახდა ახალქალაქში 19 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი? - ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

ახალქალქში, გასული წლის ნოემბერში 19 წლის ჯარისკაცის, სარგის სააკიანის გარდაცალების, მიზეზი ცნობილია.

"სამხრეთის კარიბჭე" სასამართლო ექსპერტ დავით მერაბიშვილზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად ახალგაზრდის დაღუპვა ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიამ გამოიწვია.

„მოვიდა პასუხი, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაა, ახლა კომისური ექსპერტიზაა დანიშნული. უნდა გაირკვევს რამდენად სწორედ არის ჩატარებული მკურნალობა სპეცილისტების მონაწილეობით“, – ამბობს ექსპერტი „სამხრეთის კარიბჭესთან“.

გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ ოჯახს ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ ჩაბარებია.

"წერილობით არ მიგვიღია ექსპერტიზის დასკვნა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მიმდინარეობს გადამოწმება, ემბოლია ბავშვს ოპერაციამდე ჰქონდა თუ ოპერაციის შემდეგ გაჩნდა. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია მსგავსი დასკვნა, ჩვენ მაინც ვადანაშაულებთ კლინიკას და ჯარს", – ამბობს გარდაცვლილის ბიძა არტურ საჰაკინი.

შეგახსნებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრები 19 წლის ახალგაზრდა გასული წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი, ზაზა ფერაძის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მსახურობდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ახალგაზრდას კუჭის ოპერაცია ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუკეთეს. ოჯახის ახლობლების თქმით, კლინიკიდან გაწერის შემდეგ, პაციენტი სახლში მხოლოდ ერთი დღით იმყოფებოდა, შემდეგ კი ისევ ჯარის ბაზაზე დააბრუნეს. 18 ნოემბერს კი მისი გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს.

ახლობლები პასუხისმგებლობას კლინიკის ექიმებს და ჯარის ადმინისტრაციას აკისრებენ. აღნიშნული საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს და თავდაცვის სამინისტროს. რედაქცია უწყებიდან პასუხს ელოდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა