სისხლიანი დაპირისპირება ქორწილში - პოლიციამ სიძე და მისი ძმა დააკავა
სისხლიანი გარჩევა ქორწილში - სოფელ ჯანდარაში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების გამო, სიძე და სიძის ძმა დააკავეს. მათი საგამოძიებო ორგანოში დაბარება და დაკავება, ტვ პირველის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მოხდა.
თავდაპირველად შსს მომხდარს ძალადობის მუხლით იძიებდა, თუმცა ბრალი გადაკვალიფიცირდა. უწყება მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით იძიებს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მამედოვების ოჯახს პატარძლის ნათესავები სასტიკად რამდენიმიმე დღის წინ გაუსწორდნენ. დაშავებულთა თქმით, ჩხუბის დროს ოჯახის 4 წევრი, მათ შორის სამი წლის ბიჭს გამეტებით ურტყამდნენ. "პირველების" ინფორმაციით, მესამე დღეა სასტიკად ნაცემი ნოდარ მამედოვი უგონო მდგომარეობაშია და ექიმები ამ წუთებშიც მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. მისი ახლობლების მტკიცებით, არმატურებით ცემის შემდეგ, მას მანქანაც კი დააჯახეს. რა გახდა ანგარიშსწორების მოტივი, ამ დროსითვის უცნობია.
ცნობისთვის, ქორწილში ნაცემი პირების ოჯახის წევრები პოლიციას დამნაშავეების მფარველობაში მთელი დღის განმავლობაში ადანაშაულებენ. დაშავებულთა ახლობლები "პირველებთან" ყვებოდნენ, რომ ერთ-ერთი ნაცემი პირის მეუღლეს გარდაბნის პოლიცია დაუკავშირდა და უთხრა, თუ რატომ გაახმოვანეს ქორწილში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.