საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება
4 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პროცესი გაიმართება. პროცესს, სავარაუდოდ, სააკაშვილიც დაესწრება.
სასამართლო პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული, სხდომას მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მსჯავრდადებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.