პომიდვრის კიში - მსუბუქი და გემრიელი ვახშამი
ინგრედიენტები:
პომიდორი - 4 ცალი, მოზრდილი
კვერცხი - 4 ცალი
სქელი ნაღები - 200 მლ
ლორი - 200 გ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის - 50 გ
სალათის ფოთლები
ბაზილიკი
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები:
პომიდორს მოაჭერით ფრთხილად თავი, შემდეგ კი ამოუღეთ ასევე ფრთხილად კოვზის მეშვეობით გულსართი (ეცადეთ არ დაჭყლიტოთ, რადგან უნდა გამოიყენოთ სალათისთვის).
დაჭერით წვრილად ლორი და გაანაწილეთ პომიდვრის ფიალებში.
ჯამში ათქვიფეთ 4 კვერცხი, ნაღები, მარილი და პილპილი. დაუმატეთ დაჭრილი ბაზილიკი და ჩაასხით პომიდვრის ფიალებში. მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
მოამზადეთ სალათა: სალათის ფურცლებისგან, პომიდვრისა გულსართისა და ნაღების დარჩენილი სოუსისგან... მარილი და პილპილი გემოვნებით.
gemrielia.ge