ხაჭოს ბურთულები - გემრიელი სასუსნავი
ინგრედიენტები:
ხაჭო - 200 გ
ფხვიერი ქარხნული ნამცხვარი "პეჩენია" - 130 გ
ნიგოზი - 50 გ
შაქარი - 1 სკ
ვანილი - გემოვნებით
კაკაო - ამოსავლებად
მომზადების წესები:
ხაჭოს შეურიეთ შაქარი, ვანილი და ხელის ბლენდერით კარგად დააბლენდერეთ.
ორცხობილები და ნიგოზი აპარატში დააქუცმაცეთ. ეტაპობრივად შეურიეთ ხაჭოს და დააგუნდავეთ.
ბურთულები კაკაოში (ან ქოქოსში) ამოავლეთ და მიირთვით.
gemrielia.ge