ქათმის მწვადი
გთავაზობთ ქათმის მწვადის უმარტივეს, გემრიელ რეცეპტს, რომელიც შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც გარეთ, გრილზე ან ნაკვერჩხალზე, ასევე სამზარეულოში, ტაფაზე.
ინგრედიენტები:
ლიმონი - 1
ხახვი - 2-3
ქათმის ფილე - 1 კგ
ბეკონი - 150 გ
მარილი და პილპილი
მომზადების წესები:
ქათმის ფილე დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, ჩავდოთ ემალის ან მინის ჭურჭელში.დავამატოთ ხახვი, პილპილი და დავაბასტურმოთ 1-1.5 საათი. შემდეგ დავამატოთ მარილი, ავაგოთ შამფურებზე, ნაჭრებს შორის ჩავაყოლოთ ბეკონის ფორფიტები და შევწვათ გრილზე ან ტაფაზე.
მზას მოვასხათ ლიმონის წვენი. სურვილის შემთხვევაში, სუფრაზე მივიტანოთ კეჩუპთან ან რაიმე ცხარე სოუსთან ერთად.
ხორცის ნაჭრებს შორის შეგვიძლია ბოსტნეულის ნაჭრებიც ჩავაყოლოთ: ბადრიჯანი, წიწაკა, პამიდორი...
gemrielia.ge