თეგებით ძიება

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ

ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად მუშები მოიწამლნენ. 2 მუშა სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მედიკოსების თქმით, დაშავებული მუშების მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება ადმინისტრაციას, მათი თქმით, ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა – დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ. ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი “ბალონის” გაჭრის შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, მეტალურგიული ქარხანა “ამბიკონ სტილსი” მეორადი ჯართის გადამუშავებითაა დაკავებული, სადაც 300 ადამიანია დასაქმებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა