თეგებით ძიება

ლაგოდეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

ლაგოდეხში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, საქმის გამოძიება 229-ე 236-ე მუხლებით წარიმართება, აფეთქებას და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

თავად ჯემალ ნიაზოვი, მეუღლესთან ერთად, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

ნიაზოვი განმარტავს, რომ მისი სახლის ჭიშკართან ახლოს სათვალთვალო ვიდეო-კამერებია დამონტაჟებული და სავარაუდო ბრალდებულის იდენტიფიცირება არ უნდა გაჭირდეს. ის თავდასხმაში საკუთარ ძმას ადანაშაულებს.

შეგახსენებთ, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, ნიაზოვის საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა დღეს, გამთენიისას შეაგდო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა