გამიშვან კიევში, ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან – მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის არა კურორტზე, არამედ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილზე გაშვებას ითხოვს, საიდანაც შეიძლება ვეღარ დაბრუნდეს.
„ჩვენ არავის გვსურს ომი, მე ძალიან არ მინდა ომი. მე ვიცი, რა არის ომი. იმისთვის, რომ ომი თავიდან ავიცილოთ, უკრაინაში პუტინმა „კბილები უნდა წაიტეხოს“, ჩვენ სხვა შანსი არ გვაქვს. ის, რომ მე აქ ციხეში ვარ, პუტინს შეუძლია მხოლოდ ამის გამო დაარტყას საქართველოს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თუნდაც უსაფრთხოების მიზეზიდან გამომდინარე, მე ჩემს უსაფრთხოებაზე არ ვზრუნავ, მოვუწოდებ ვინც ამას წყვეტს იმ კაცს, გამიშვან ჩემს მეგობართან და ჩემს მთავარსარდალ ზელენსკისთან მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას-კიევში“, – განაცხადა სააკაშვილმა.