თეგებით ძიება

უკრაინის პროკურატურამ თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა და მასზე საერთაშორისო ძებნას აცხადებს

უკრაინის პროკურატურამ ქართული წარმოშობის რუს ტელეწამყვანს, თინა კანდელაკს ბრალი წაუყენა. მასზე საერთაშორისო ძებნა უახლოეს დღეებში დაიწყება.

უკრაინის გენპროკურორი, ირინა ვენედიქტოვა კანდელაკს აფრთხილებს, რომ მას შემდეგ, რაც ის რუსეთს ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა, შეიძლება, დააკავონ უკრაინაში ექსტრადირების მიზნით.

რუსი ტელეწამყვანის წინააღმდეგ ბრალის წაყენების მიზეზი ტელეგრამისარხზე მისი განცხადებები გახდა. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, თინა კანდელაკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა პოლიტიკოსებს ურჩია, დაეტოვებინათ უკრაინა, რის შემდეგაც ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც პრეზიდენტის პოსტიდან 2014 წელს გააძევეს, ქვეყანაში დაბრუნდება.

კანდელაკს ბრალდება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით წაუყენეს, რომელიც ისეთი ქმედებების დაფინანსებას მოიაზრებს, რომლის მიზანი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის ძალადობრივად შეცვლა ან დამხობა, სახელმწიფო ხელისუფლების მიტაცება, უკრაინის ტერიტორიული ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლაა.

უკრაინამ ბრალდება რუს რეჟისორს ნიკიტა მიხალკოვსაც წაუყენა, რომელიც პუტინის მეგობარია და უკრაინაში ომის მომხრე.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა