„გირჩი“ იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ლიბერალიზების ინიციატივით გამოდის
პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი“ იარაღის ტარების თაობაზე მოქმედი კანონმდებლობის ლიბერალიზების ინიციატივით გამოდის. მათ უკვე მოამზადეს და პარლამენტს წარუდგინეს “იარაღის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ერთი მხრივ, იმ პირთა წრე ფართოვდება, ვისაც იარაღის ტარების უფლება აქვს, ამის გარდა, მათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, იარაღის ტარების უფლებას გაუგრძელდებათ.
“გირჩის“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, იარაღის ტარების უფლება ცესკოსა და უსკოს წევრებს მიეცემათ, ხოლო პროექტის მეორე ნაწილის მიხედვით, იმ პირებს, ვისაც წარსულში იარაღის ტარების უფლება ჰქონდათ, ეს უფლება აღუდგებათ ან გაუგრძელდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდგომ.