პოლიციამ მარიამ გეგუჩაძეზე საქმე აღძრა
მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტ მარიამ გეგუჩაძეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით აღძრა.
“კანცელარიასთან “სირცხვილიას” აქტივისტების დაკავებიდან 2 დღის შემდეგ, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმე აღიძრა ჩვენს კიდევ ერთ აქტივისტზე, მარიამ გეგუჩაძეზე.
შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაზე დაყრდნობით, მოძრაობის 80% ხულიგანია და რეგულარულად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს", – ნათქვამია მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებაში.