თეგებით ძიება

8 წლის ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, 9 წლის მოზარდი სიკვდილს ებრძვის - ტრაგედია გორი-შავშვების მონაკვეთზე

სოფელ შავშებთან მომხდარი ავარიის შედეგად 4 ადამიანი, მათ შორის 8 წლის ბავშვი დაიღუპა.

დაშავდა 9 წლის მოზარდი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანით კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობანზე მოძრავი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების და წესების დარღვევას გულისხმობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა