თეგებით ძიება

1 დაღუპული და 4 დაშავებული - ჩაქვის გვირაბთან ავარიას აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ემსხვერპლა, მინისტრი დაშავდა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე, ჩაქვის გვირაბთან ავარის შედეგად ერთი ადამინი დაიღუპა და 4 დაშავდა.

დაღუპულია აჭარის განათლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, თეა ვადაჭკორია.

რაც შეეხება დაშავებულებს, გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრი, მაია ხაჩიშვილი და მისი მძღოლი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თეა ვადაჭკორიას დაღუპვასთან დაკავშირებით, მისი მეგობრები მწუხარებას გამოთქვამენ.

„შენ იყავი ჩვენი გამამხიარულებელი და დღეს ყველა ჩვენგანის უდიდესი ტკივილი ხარ თეა, ცრემლები გვახრჩობს“, - წერს აჭარის უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ფერიდე უსტიაშვილი.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა