უკრაინელებს მარიუპოლიდან ოკუპანტები რუსეთში იძულებით ასახლებენ
რუსი ოკუპანტები უკრაინის ქალაქ მარიუპოლის მაცხოვრებლებს რუსეთის ფედერაციაში იძულებით ასახლებენ.
როგორც მარიუპოლის საკრებულოში აცხადებენ, აგრესორები ადგილობრივებს უკრაინულ პასპორტებს ართმევენ და აძლევენ ფარატინა ქაღალდებს, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია დ არ არის აღიარებული ცივილიზებული სამყაროს მიერ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, რის შედეგად ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა მილიონობით ადამიანი კი ლტოლვილად იქცა.