"ვიყავი პოლიციაში არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ" - ქალი, რომელმაც ლიფტში უკრაინის დროშა ჩამოხია, ვიდეოკადრების გამავრცელებელს უჩივის
უძრავი ქონების აგენტი, მარიამ ელიოზიშვილი, რომლის ვიდეოკადრები ლიფტიდან სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, უკრინის დროშის ჩამოგლეჯისთვის თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პოლიციაში იმ ადამიანს უჩივის, ვინც კადრები გაავრცელა.
"მე ვიყავი პოლიციაში არა იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ, არამედ იმ პიროვებაზე დავწერე საჩივარი, ვინც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა წყაროს", - აცხადებს ჟურნალისტებთან უძრავი ქონების აგენტი, მარიამ ელიოზიშვილი.