თეგებით ძიება

ქობულეთში აქციაზე "ალტ-ინფოდან" 12 პირი დააკავეს

ქობულეთში, "ალტ-ინფოს" პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან მომხდარ დაპირისპირებისას 12 პირი დააკავეს. ინფორმაცია "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ცნობით, ბრალდებულები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე, პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩინებლობის მუხლებით დააკავეს. 12-ვე პირი ამ დროისთვის იზოლატორში იმყოფება.

ცნობისთვის, გუშინ, 22 მარტს, ქობულეთში ძალადობრივი პუტინისტური პლატფორმა ალტ-ინფოს პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის ოფისთან დაპირისპირება მოხდა. მოქალაქეები ქალაქში პარტიის ოფისის გახსნას აპროტესტებდნენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებდნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა