სისხლიანი დაპირისპირება ფოთში - 31 წლის მამაკაცის მკვლელობის ახალი დეტალები
ფოთში მკვლელობა მოხდა, მოკლულია 31 წლის მამაკაცი. მკვლელობის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.
"რუსტავი 2"-ის ინფორმაციით, მკვლელობა მოხდა სავარაუდო დამნაშავის სახლში, სადაც ისინი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რის შემდეგაც თავდამსხმელმა 31 წლის მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
სავარაუდო დამნაშავე ქირით ცხოვრობდა.
შ.ს.ს. მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება მიმდინარეობს 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.