კრიშტიანუ რონალდუს შვილი გარდაეცვალა
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდს, კრიშტიანუ რონალდუს ახალდაბადებული შვილი გარდაეცვალა. სამწუხარო ინფორმაცია ვარსკვკრსკვლავმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ჯორჯინა როდრიგესმა ტყუპი გოგონა და ბიჭი გააჩინა, თუმცა ექიმებმა ამ უკანასკნელის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
„ჩვენი ღრმა მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი პატარა ბიჭი გარდაიცვალა. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი, რომელიც ნებისმიერ მშობელს შეუძლია განიცადოს.
მხოლოდ ჩვენი გოგონას დაბადება გვაძლევს ძალას, ვიცხოვროთ ამ მომენტში გარკვეული იმედითა და ბედნიერებით.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ ექიმებს და ექთნებს ექსპერტიზის ზრუნვისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ყველანი განადგურებულნი ვართ ამ დანაკარგის გამო", - წერს სპორტსმენი.