თეგებით ძიება

რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე? რჩევები დეილი დენტალის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგ სალომე მაცაბერიძესგან

რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე? რჩევები Daily Dental • დეილი დენტალის ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტ-ქირურგ, სალომე მაცაბერიძისგან

თითქმის ყველამ იცის იმ ფაქტის შესახებ, რომ კბილების გახეხვით კარიესების გაჩენას ვებრძვით, ბონუსად კი თეთრ, ჯანმრთელ კბილებსა და ჯანსაღ სუნთქვას ვიღებთ. მიუხედავად ამისა ერთხელ მაინც გამოგვიტოვებია ეს აუცილებელი პროცედურა ზოგჯერ სიზარმაცის, ზოგჯერ დაღლილობის გამო.

მოკლედ იმის შესახებ, თუ რა ხდება პირის ღრუში:

⚫ბაქტერიების წყალობით თხელი ბიოაპკი მუდმივად წარმოიქმნება კბილის ზედაპირზე. ის თანდათან სქელდება და 24 საათის განმავლობაში კბილის ნადებად გარდაიქმნება. ბაქტერიების ეს გროვა დღის განმავლობაში გამოყოფს მჟავას, მაშინაც კი, როცა საჭმელს მიირთმევთ. მჟავა კი შლის მინანქრის ზედა ფენას და იწყება კარიესული პროცესის განვითარება. ამიტომაა მნიშვნელოვანი 12 საათში ერთხელ მაინც ბიოაპკის მოშორება.

⚫ კბილები უნდა გამოიხეხოთ დილით გაღვიძების შემდეგ და ღამით ძილის წინ. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ საღამოს, გახეხვის შემდეგ აღარაფერი მიირთვათ და სუფთა პირის ღრუთი დაიძინოთ.

⚫ღამის განმავლობაში, როცა ნაკლები ნერწყვი გამოიყოფა, კბილები განსაკუთრებით დაუცველია. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ძილის დროს პირის ღრუ მაქსიმალურად სუფთა იყოს. და თუ მაინც მოხდა, რომ კბილების გახეხვა ვერ მოახერხეთ, სანერვიულო არაფერია, თუ ეს ძალიან, ძალიან იშვიათად ხდება.

⚫სუსნაობის მოყვარულები უფრო მიდრეკილნი არიან კარიესის გაჩენისკენ. თუ მთელი დღის განმავლობაში სუსნაობთ, ბაქტერიებიც მთელი დღე ფხიზლობენ, ითვისებენ ნახშირწყლებს და მჟავას გამოყოფენ.

რჩევები კბილების სისუფთავისთვის:

⚫გაისუფთავეთ კბილები დღეში ორჯერ და არამხოლოდ ჯაგრისით. კბილების მოვლის რუტინაში აქტიურად გამოიყენეთ ფლოსი(კბილის ძაფი),ირიგატორი ან კბილთაშორისი ჯაგრისი;

⚫გამოიყენეთ ის კბილის ჯაგრისი, რომელიც თქვენთვის უფრო მოსახერხებელია. მანუალური ან ელექტრო ჯაგრისი;

⚫ჯაგრისი გამოცვალეთ 2-3 თვეში ერთხელ. ჯაგრულების დეფორმაციის ან დაბინძურების შემთხვევაში კი უფრო ადრეც;

⚫ნუ გამოიყენებთ გადაჭარბებულ ძალას გამოხეხვისას. ეს ჯაგრისსაც ეტყობა ხოლმე - ჯაგრულების მიმართულება შეცვლილია და გაშლილია. ასეთ შემთხვევაში შეეცადეთ ძალა აკონტროლოთ და გაუფრთხილდეთ კბილებს და ღრძილებს;

⚫შეინახეთ ჯაგრისი თავსახურის გარეშე!. ბაქტერიების უმრავლესობა რომლებიც პირის ღრუში არიან წარმოადგენენ ანაერობებს (ანაერობულ ბაქტერიებს არ შეუძლიათ სუნთქვა ჟანგბადით). კბილების გახეხვის შემდეგ ეს ბაქტერიები ჯაგრისზე აღმოჩნდებიან , თუმცა ჰაერთან შეხებისთანავე იღუპებიან. თუ ჯაგრისს თავსახურს დავაფარებთ ხელს შევუწყობთ ანაერობული ბაქტერიების გამრავლებას;

⚫გამოიყენეთ ენის საწმენდი საშუალებები. არ შეიძლება ძლიერი და უხეში ზეწოლა ენაზე , რომ არ დაზიანდეს ენის ზედაპირი;

⚫გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები. პირის ღრუს სავლები ხელს უწყობს ღრძილებისა და კბილების დაცვას, ხელს უშლის ღრუების წარმოქმნას, პაროდონტიტს, გინგივიტს, სტომატიტს. პირის ღრუს გამორეცხვა ეფექტურად ეხმარება ღრძილებს სისხლდენის შეჩერებაში.


გისურვებთ ჯანმრთელობასა და ჯანსაღ ღიმილს

☎ ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 595 01 26 26

მისამართი: ვერა, გუდაურის ქუჩა 3


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა