"შემთხვევები მოიმატებს..." - რას ამბობს პაატა იმნაძე მაიმუნის ყვავილზე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მაიმუნის ყვავილზე საუბრობს.
"არაფერი ახალი არ არის, მაიმუნის ყვავილი 70-იან წლებში არის აღმოჩენილი... მზად ყოფნა გვაქვს. არის ვირუსის ორი ვარიანტი ცენტრალურ-აფრიკული და დასავლეთ-აფრიკული. რაც ევროპაშია, არის დასავლეთ-აფრიკული, რაც უფრო მსუბუქია.
ყვავილის ვაქცინა არსებობს, რომელიც საკმაოდ ეფექტიანად იცავს მაიმუნის ყვავილის ვირუსისგანაც. მისი წარმოების პოტენციალი მსოფლიოს გააჩნია. დიდ გართულებებს არ ველი. ის ისეთი გადამდები არ არის, როგორც კორონავირუსი. ამ დაავადებას მაღალი გადამდებლობა არ აქვს. რა თქმა უნდა, შემთხვევები მოიმატებს, მაგრამ, არა მგონია, ამან დიდი ეპიდემიის სახე მიიღოს“, - განაცხადა იმნაძემ.