შეტევა ხარკოვზე - დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 მშვიდობიანი მოქალაქე
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსების მიერ ხარკოვის მორიგ დაბომბვას 1 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 6 კი დაიჭირა.
"აგრესორების მიერ მორიგი დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. აგრესორებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ხარკოვსა და სოფელ ცირკუნზე, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, ხოლო 6 მოქალაქე დაიჭრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.