თეგებით ძიება

"...ამ რიცხვებში დაბადებულებს კარმული ვალის გასტუმრება მოუწევთ" - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი ხათუნა ნოელი აფრთხილებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვარსკვლავების სჯერათ.

"მინდა პატარა ( ან შესაძლოა არც ისე პატარა) გაფრთხილებასავით გავაკეთო, მეგობრებო. მიმდინარე პერიოდში ცაზე სატურნისა და კარმული კვანძების დაძაბული ასპექტები მეტად არასასიამოვნო კონფიგურაციას ( ტაუ-კვადრატს) ქმნიან.

ეს ფიგურა კუროს, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოების ტერიტორიაზე იკვრება და კარმული ვალების გასტუმრებას აიძულებს იმ ადამიანებს, რომლებიც თებერვლის 9-19 , კუროს 6-13 და მორიელის 7-14 რიცხვებში არიან დაბადებული.

ტაუ-კვადრატი 8 სექტემბრის ჩათვლით იქნება ძალაში. ამ პერიოდში კატეგორიულად მიუღებელი და დასჯადი იქნება თქვენგან ნებისმიერი კანონდარღვევა, პასუხისმგებლობიდან თავის არიდება, ვალდებულებების არ შესულება, შინაგანაწესების არ დაცვა, უფროსების მიმართ უპატივცემლობის გამოხატვა.

თუმცა სამყარომ შესაძლოა ახლა გაფუჭებულ საქმეებზე კი არა, ძველ ცოდვებზეც მოგკითხოთ პასუხი. მოგეხსენებათ ალბათ, რომ სატურნი დამსჯელი პლანეტაა, და მით უმეტეს, როდესაც ის კარმულ კვანძებთან მოდის შეხებაში, კიდევ უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ მართალია, ჯერჯერობით, სატურნისა და ურანის დაძაბული ასპექტი არ გვაქვს ( ის მხოლოდ სექტემბრიდან ჩაირთვება), მაგრამ რადგანაც აღმავალი კარმული კვანძი მთელი ამ ხნის განმავლობაში ურანთან იქნება შეერთებული, სატურნს ირიბად მაინც გადასცემს თავის ენერგიას. შედეგად, სექტემბრამდეც და მის შემდგომაც, ჩვენ ძალიან ბევრ თანამდებობის პირზე მოვისმენთ, რომ თბილი სავარძლის დატოვება მოუწია.“ - აცხადებს ასტროლოგი.


წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა