"მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცეს დღეს კლინიკაში გაიმართება" - ადვოკატი
"სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დღეს კლინიკა "ვივამედში“ გაიმართება" - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება ასამართლებს, საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილების მიღებისთვის. როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილის პალატაში.
რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე თუ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე გადავამოწმე სასამართლოში, ამ თემაზე არცერთ მხარეს შუამდგომლობა წარდგენილი არ აქვს“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი.