TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

    ვერძი
    ოფიციალური მოგზაურობა სასურველ შედეგს მოგიტანთ. ქონებრივი დავა თქვენი გამარჯვებით დასრულდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ეცადეთ, შეამციროთ ხარჯები. ახალი გარიგება თქვენს ბიზნეს განავითარებს.

    კურო

    ჯანმრთელობის პრობლემები წარსულს ჩაბარდება. ინვესტიციისთვის არც ისე კარგი დროა. ოჯახის წევრის უარყოფითი განწყობა ხასიათს გაგიფუჭებთ. სამსახურში მოგიწევთ ყველას დაუმტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები. რომანტიკულ ფრონტზე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.


    ტყუპები

    სამსახურში დატვირთული დღე გექნებათ და შესაძლოა ყველა დავალება დროულად ვერ შეასრულოთ. მოგზაურობა დადებითი ემოციით აგავსებთ. უძრავი ქონების შესაძენად შესაფერისი დროა. თავს ძალიან კარგად იგრძნობთ და ენერგიით აივსებით. საყვარელი ადამიანის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ.

    კირჩხიბი

    ოჯახის წევრის წარმატება ძალიან გაგახარებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად მოგზაურობა ძალიან დასამახსოვრებელი იქნება. ფინანსების სწორი მართვა შემოსავალს დაასტაბილურებს. შეყვარებულთან ერთად საღამოს კარგ ატმოსფეროში გაატარებთ.

    ლომი

    აკადემიურ ფრონტზე წარმატებას მიაღწევთ. საინტერესო სამუშაო გარემო თქვენი მუშაობის ხარისხს გაზრდის. მოგზაურობა ახალ გამოცდილებას და ემოციას მოგიტანთ. ფინანსური კუთხით ახალი შემოსავლის წყარო გამოჩნდება. დიდი ხნის ურთიერთობა შესაძლოა ქორწინებით დასრულდეს.

    ქალწული

    მემკვიდრეობით დიდ ქონებას მიიღებთ. ახალი ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. პროფესიულ საქმიანობაში წინსვლა გაქვთ და მალე მიაღწევთ სასურველ მიზანს. ემოციური დღე გექნებათ და ეცადეთ აკონტროლოთ გრძნობები. უმჯობესია იქნება, თუ ოჯახს მეტ დროსა და ყურადღებას დაუთმობთ.

    სასწორი

    თქვენი პასუხისმგებლობის შეგრძნება ყველას გააოცებს და სამსახურში უფრო დაგაფასებენ. მოსალოდნელია მცირე ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ყველაფერი მარტივად მოგვარდება. საყვარელი ადამიანი თქვენი განწყობის ასამაღლებლად ყველაფერს გააკეთებს.

    მორიელი

    ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას და თვალყური ადევნეთ მიმდინარე მოვლენებს. კარიერული კუთხით განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გადადგათ სწორი ნაბიჯები. ჯანმრთელობის პრობლემა წარსულს ჩაბარდება. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ.

    მშვილდოსანი

    მოსალოდნელია გაცემული ფული უკან დაგიბრუნდეთ. იღბლიანი დღეა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს ცხოვრებაში. პროფესიულ საქმიანობაში იმაზე მეტს მიაღწევთ, ვიდრე გგონიათ. ქონებრივი დავის მოგვარებისას შესაფერისი დრო არ არის. საყვარელი ადამიანის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ.

    თხის რქა

    ჯანსაღი კვება და ვარჯიში დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ სასურველი ფიზიკური ფორმა. მოგზაურობა შესაძლოა ისეთი არ აღმოჩნდეს, როგორიც გინდოდათ. ახალი შემოსავლის ძიება დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა. გამორიცხული არ არის საინტერესო ადამიანს შეხვდეთ და ახალი რომანი დაიწყოთ.

    მერწყული

    ქონებრივი დავა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. ინვესტიციის ჩასადებად შესაფერისი დროა. საღამოს წვეულებაზე კარგ დროს გაატარებთ. ოჯახის წევრის მოულოდნელი სტუმრობა თქვენს გეგმებს მთლიანად შეცვლის. სამსახურში შექებას დაიმსახურებთ.

    თევზები

    თუ ცვლილებები გინდათ, უმჯობესია დაიწყოთ ახალი შემოსავლის ძიება. მოგზაურობა ძალიან სახალისო აღმოჩნდება. წარსული ინვესტიცია კარგ შემოსავალს მოგიტანთ. სამსახურში საინტერესო შესაძლებლობას მიიღებთ და ჭკვიანურად გამოიყენეთ. იყავით გულწრფელი და არ დამალოთ თქვენი გრძნობები.
    281 ნახვა
    20-06-2022, 19:49