"არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს“ - ალექსანდრე გოგინავა ახალ შტამზე
ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ტვ "პირველის“ ეთერში ცენტრალურ ევროპაში გავრცელებულ ახალ შტამთან დაკავშირებით ისაუბრა.
"რა მონაცემებიც გვაქვს, კლინიკური მიმდინარეობა საკმაოდ ჰგავს „ომიკრონის“ ქვეშტამით გამოწვეულ სხვა დაავადებების კლინიკურ მიმდინარეობას. ის ადვილად ვრცელდება სხვა შტამებთან შედარებით. არის რისკები, დიდი რაოდენობით ადამიანი დაინფიცირდეს. შესაბამისად, გაიზრდება ჰოსპიტალიზაციის და ლეტალური მაჩვენებელი“, - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი.
შეგახსენებთ, 13-19 ივნისის პერიოდში კოვიდ 19-ის 616 ახალი შემთხვევა დადასტურდა