TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია
25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ნახეთ, ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა:

    ვერძი

    ახალი გარიგება თქვენს შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. გამორიცხული არ არის ახალი სახლის მეპატრონე გახდეთ. ქონებრივი დავა თქვენს სასარგებლოდ დასრულდება. სამსახურში თქვენი უნარების სწორი წარმოჩენა ბევრ კარს გაგიხსნით.

    კურო

    ოჯახის წევრს თქვენი ფინანსური დახმარება დასჭირდება. ხანგრძლივი მოგზაურობა არც ისე სახალისო აღმოჩნდება. სამსახურის გამო შესაძლოა ოჯახის წევრებს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ. ფორმის შესანარჩუნებლად დროა ვარჯიში დაიწყოთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო საღამოს გაატარებთ.


    ტყუპები

    ოჯახის წევრებთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ. იღბლიანი დღე გაქვთ. მოგზაურობა საინტერესო თავგადასავლებით აგავსებთ. ინვესტიცია სამწუხაროდ სასურველ შედეგს არ მოგიტანთ. ჯანმრთელობის კუთხით კარგ მდგომარეობას შეინარჩუნებთ.

    კირჩხიბი

    სამსახურში საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ და შესაძლოა თქვენი შემოსავალი გაიზარდოს. წვეულებაზე კარგად გაერთობით და ახალ ადამიანებს გაიცნობთ. ოჯახში არსებული პრობლემები მოგვარდება და სახლში ყველაფერი დადებითი კუთხით შეიცვლება. საყვარელი ადამიანის საჩუქარი ძალიან გაგახარებთ.

    ლომი

    ინვესტიცია, რომლის განხორციელებას გეგმავდით კარგ შემოსავალს მოგიტანთ. აკადემიური კუთხით წარმატებას მიაღწევთ. საჭირო კონტაქტების დახმარებით ახალ სამსახურს დაიწყებთ. საყვარელ ადამიანთან ერთად სასიამოვნო დროს გაატარებთ.

    ქალწული

    მოგზაურობა ძალიან სახალისო იქნება. აკადემიურ კუთხით საინტერესო ცვლილებებს ელოდეთ. ვარჯიში და სწორი კვება კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. კოლეგასთან უთანხმოების გამო შესაძლოა საქმე დროულად ვერ დაასრულოთ. ოჯახის წევრების სურვილებს უფრო გაგებით მიუდექით.

    სასწორი

    სამსახურში კრიზისული სიტუაციისას მოგიწევთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ. მოგზაურობა, რომელსაც დიდი ხანია გეგმავდით შესაძლოა გადაიდოს. ქონებრივი დავა საბედნიეროთ თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. სიყვარული თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

    მორიელი

    ვარჯიში კარგია თქვენი ჯანმრთელობისთვის. საქმიანი მოგზაურობა სასურველი შედეგით დასრულდება. სამსახურში თქვენი ხანგრძლივი შრომა დაფასდება და ახალ პოზიციას დაიკავებთ. გართობის მიზნით კარგია მეგობრებთან ერთად წახვიდეთ საყიდლებზე.

    მშვილდოსანი

    ოჯახის წევრების დახმარებით დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ. მოგზაურობა თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდება. კარგი ინვესტიცია თქვენ შემოსავალს საგრძნობლად გაზრდის. ინვესტიციის ჩადებამდე კარგად დაფიქრდით. ჯანმრთელობის პრობლემები მალე მოგვარდება და თავს კვლავ ენერგიულად იგრძნობთ.

    თხის რქა

    იოგა და მედიტაცია სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში დაგეხმარებათ. გამორიცხული არ არის, ახალი ბიზნესი დაიწყოთ. ეცადეთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში და აკონტროლეთ თქვენი ემოციები. პროფესიულ საქმიანობაში სწორ ნაბიჯებს დგამთ და ასე გააგრძელეთ.

    მერწყული

    სასურველი მიზნის მისაღწევად ყველაფერი გააკეთეთ დ უკან არ დაიხიოთ. მოგზაურობისთვის შესაფერისი დროა, ასე რომ აირჩიეთ სასურველი მარშრუტი. მემკვიდრეობით შესაძლოა დიდი ქონება მიიღოთ. სამსახურში კოლეგას თქვენი დახმარება დასჭირდება.

    თევზები

    სახლში სასიამოვნო დროს გაატარებთ და ოჯახის წევრები თქვენი განწყობის ამაღლებაზე იზრუნებენ. ხანგრძლივი მოგზაურობა არც ისე სახალისო აღმოჩნდება. თუ ქონების გაყიდვა გინდათ, არ იჩქაროთ და საინტერესო წინადადებას დაელოდეთ. ხანგრძლივი ურთიერთობა სამწუხაროდ თქვენი ინიციატივით დასრულდება.
    მასალის გამოყენების პირობები
    367 ნახვა
    24-06-2022, 19:15